აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემოსავალმა 2019 წელს თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. აშშ-ის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაცია აშშ-ის მთავრობის ეთიკის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ტრამპის შემოსავალმა 446 მილიონი დოლარი შეადგინა. პრეზიდენტის შემოსავლის ძირითადი წყარო ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია და ვაშინგტონში მდებარე სასტუმროა.
ტრამპს ანაზღაურებს უხდის ამერიკელ კინომსახიობთა გილდია. ასევე, ის შემოსავალს წიგნის გაყიდვებიდან იღებს.
ივლისის დასაწყისში აშშ-ის სასამართლო დაადგინა, რომ ტრამპის საგადასახდო დეკლარაციები ნიუ იორკის პროკურორებს უნდა გადასცენ. კონგრესში კი, ეს ინფორმაცია არ გადაიგზავნება.
ამას გარდა, ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი კონგრესის სამმა კომიტეტმა შეიტანა. ისინი პრეზიდენტისგან ფინანსური ინფორმაციის გამხელას ითხოვდნენ. თუმცა, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უნდა მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ ნოემბრის არჩევნებამდე კონგრესი ტრამპის დეკლარაციებს ვერ გაეცნობა.
2020 წლის აპრილში ჟურნალმა „ფორბსმა“ ტრამპის ქონება 2,1 მილიარდ დოლარად შეაფასა.