logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა
- +

2 აგვისტო. 2020. 11:53

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. ინფექციის შედეგად გლობალური მასშტაბით, 688 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 11 მილიონზე მეტი.

 

რთული ვითარება რჩება აშშ-ში, სადაც ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 152 ათასს აჭარბებს. ეპიდემიის დროს ვირუსი დაუდასტურდა ოთხ მილიონ ნახევარზე მეტ ადამიანს.

 

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა ბრაზილიაშიც. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში ვირუსის შედეგად 1088 ადამიანი დაიღუპა. ერთ დღეში ლათინური ამერიკის სახელმწიფოში ვირუსის 45 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

„კოვიდ-19“-ის ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა მექსიკაშიც. ერთ დღეში გამოვლინდა 9 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა. დაიღუპა 780-ზე მეტი პაციენტი.

 

ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია ინდოეთშიც. „კოვიდ-19“-ის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთში. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება ავსტრალიაშიც, რის გამო ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც კი შემოიღეს.

 

ამასთან, ჯანადაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მათი ვარაუდით, „კოვიდ-19“-ის პანდემია მსოფლიოში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჟენევაში ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც პანდემიის დაწყების შემდეგ მეოთხედ გაახანგრძლივეს გლობალური მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner