logo_geo
eng_logo
მელა, რომელიც ვაკეში ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს იპარავდა, „დაატუსაღეს“
- +

2 აგვისტო. 2020. 14:10

 

 

ცხოველთა მონიტორინგის უფროსი ვახტანგ ლომჯარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მელას ფოტოს აქვეყნებს.

 

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მელა ერთ-ერთ ოჯახიდან ფეხსაცმელსა და ჩუსტებსიპარავდა.

 

„ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს „არამზადა” გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.

 

ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა?“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner