logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია!
- +

23 ივნისი. 2016. 22:01


ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სახელით, მე მაქსიმალურად მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებსაქართველომ შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაოახლა გადაწყვეტილება საბჭოზეა, კომისიის მხრიდან კი არსებობს მკაფიო რეკომენდაცია. საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ეხლა ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ  განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა  ფედერიკა მოგერინიმ „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ" საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.


ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, და საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებული   შესანიშნავი პარტნიორობა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო  და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან არჩევნების შემდეგაც ისეთივე კარგი იქნება როგორც არჩევნებამდე იყო.


ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც მიხეილ ჯანელიძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner