საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია.
როგორც ჟვანიამ “ფორმულას” უთხრა, მისი ძმის შვილი მუცლის არეშია დაჭრილი, თუმცა მძიმე ჭრილობა არაა. იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ბუსა ჟვანია დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.