გურჯაანი-ველისციხის ეპარქიაში უხუცესი მოძღვარი 91 წლის მამა იოანე მიტიჩაშვილი გარდაიცვალა. მას აგვისტოში 92 წელი შეუსრულდებოდა.
მამა იოანე ეპარქიაში ერთადერთი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ აკურთხა და სამ პატრიარქს მოესწრო. მამა იოანემ ველისციხეში ნანგრევებად ქცეული ტაძარი საკუთარი ხელით აღადგინა.