მანჩო გიორგობიანი განახლებული ჭავჭავაძის გამზირით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილს გამოსავალს სთავაზობს:
„ლაბაძისანი და ულაბაძონი!
(ამირეჯიბის იდეა ლაბაძიანები და ულაბაძოები)
შემომაქვს იდეა, ვაკე უნდა გადაიკეტოს და საპასპორტოში ვისაც ლაბაძის ხელმოწერა აქვს, მხოლოდ ის ხალხი შემოვიდეს ავტომობილებითაც და ფეხითაც... დანარჩენზე გაიცემა დროებითი ბინადროსბის საბუთი და მანქანებს დატოვებენ ვაკის მისადგომებთან... სტუმრები საშვებით, ან მოიხაზება ტურისტული ზონა და ა.შ... დანარჩენი იდეები შემომაშველეთ... ლაბაძე უცვლელი "ფეჩატიაა" - ვაკის ვაკეა!
მთავარი საბუთი, რადგან დადგენილია - პირველ რიგში, დაიშვებიან ლაბაძისანები, დანარჩენს ერთობლივად გადავწყვეტთ...
ვერელებზე ხსნილია, თავისთავად, როგორც უმაღლეს კასტაზე.
ძირძველ საბურთალოელებს და სხვა ძველი უბნების წარმომადგენლებს 10-წლიან ვიზას გავცემთ პირადობის პირველი ციფრების მიხედვით, სხვა დანარჩენზეც გაიცემა ვიზები..
(მეცით ეხლა, არ მაცადოთ ხალხის გართობა )
ავტორი არ ვიცი, მაგრამ გენიალური კი უთქვამს!
არსებობს რისკი, რომ "კარენნოი" ვაკელებს და "შემოთრეულებს" შორის, ნერვიულობის უფლების გამო, დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს!“- წერს გიორგობიანი.