logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დროა მცხოვრებლებმა გააცნობიერონ, რომ ჭავჭავაძის გამზირი ელიტარული დასასვენებელი ადგილიც გახდება
- +

3 აგვისტო. 2020. 01:14

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის შესახებ წერს და საზოაგადოებას მის მნიშვნელობას უხსნის.

 

მძინარაშვილის თქმით, ჭავჭავაძის გამზირი სინამდვილეში მხოლოდ ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რაც თბილისის მასშტაბით იგეგმება. მერია ქალაქის იერსახის ძირეულ შეცვლას იწყებს, რაც თბილისს ევროპულ დედაქალაქად აქცევს და საბოლოო შედეგით თითოეული მოქალაქე კმაყოფილი დარჩება, რადგან უგემოვნო არქიტექტურას და მოუწესრიგებელ საავტომობილო მოძრაობას, დახვეწილი, მოწესრიგებული, ერთ- ერთი ყველაზე თანამედროვე სივრცე ანაცვლებს.

 

 

ორბელიანის მოედანი რომ გაკეთდა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ მთლიანად ქალაქი იცვლება.

 

ეს არის დიდი პროექტი, რომელშიც ჭავჭავაძის გამზირმა, თავისი საშუალო კლასით და შენაკადებით, ლოკომოტივის როლი უნდა შეასრულოს.

 

ვაკე იქნება საუკეთესო უბანი არა მისი "ყავის შადრევნებით", არამედ იმით, რომ ჭავჭავაძის გამზირი დედაქალაქის ერთიან ქსოვილში გვირისტის ფუნქციას შეასრულებს. ეს იქნება არა ავტომრავალი და გამონაბოლქვით გაჯერებული პროსპექტი, არამედ "განიერი შარდენი" დახურული და ღია კაფეებით, ფართო ტროტუარებით, ისეთით, პარიზში ან ბრიუსელში რომ გინახავთ.

 

დროა, ამ უბნის მცხოვრებლებმა გააცნობიერონ, რომ ჭავჭავაძის გამზირი და მიმდებარე ქუჩები ნამდვილად ელიტარული დასასვენებელი ადგილიც გახდება. არა გამთენიამდე ყურთასმენის წამღები ბრაგაბრუგით გამორჩეული, არამედ ისეთივე მშვიდი და სუფთა გარემოთი, როგორიც უკვე გაჩნდა ორბელიანის მოედანზე და ჭავჭავაძის გამზირის შენაკად და პარალელურ ქუჩებზე, პატარა კაფეების სახით.

 

ეს დიდი პროექტია და მთლიანად ქალაქის საუკუნოვანი განვითარების ახალი ეტაპის, ახალი სიცოცხლის დასაწყისია.

გილოცავთ!

 

p.S. ვიღაც კი მხოლოდ "ბასლაინს" და საცობს ხედავს.“- წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner