logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაციონალებს“ ნაცისტებზე უარესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი!
- +

23 ივნისი. 2016. 22:39


„რატომ უნდა ავიღოთ დასავლეთისგან ნებართვა დამნაშავეების დასჯაზე?"- ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ  საქართველოს სამართალი სხისგან დამოუკიდებლად უნდა აღასრულოს.

 

„რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გაასამართლეს 92 წლის კაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის ბანაკის დარაჯი იყო. მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანელები ლოგინად ჩავარდნილ ნაცისტებსაც კი ასამართლებენ და ჩვენ რატომ გვიშლიან დამნაშავეების დასჯას, არ მესმის. „ნაციონალებს" ნაცისტებზე უარესი დანაშაულობები აქვთ ჩადენილი. აქ ვინმემ ნაციონალს ცუდად რომ შეხედოს, ამერიკის ელჩი გამოვარდება და ყვირილს იწყებს. კორცხელში მომხდარი ინციდენტი დღემდე სალაპარაკო თემად აქვს იან კელის. ნაციონალები რომ გალახეს, ეგ კარგად დაუნახავს, მაგრამ ვერ შეამჩნია, როგორ სცემდნენ იმავე კორცხელში ყოფილი ხელისუფლების ზონდერები ოპონენტებს ხელკეტებით. იმავე პერიოდში ამერიკაშიც მოხდა კორცხელზე უარესი ინციდენტი. ტრამპის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს სასტიკად სცემეს. ამის გამო რატომღაც არავინ შეშფოთებულა, მათ შორის, არც ევროპა.

 

ამერიკისთვის ყველაფერი დასაშვებია, ჩვენ კი არაფრის უფლებას არ გვაძლევენ. დონალდ ტრამპი ამერიკელებს სამართლიანობის აღდგენას და ჰილარი კლინტონის დაჭერას ჰპირდება. ტრამპი ამბობს, რომ კლინტონის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად იხარჯებოდა და კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი. ასეთი განცხადებების გამო ჩვენს ხელისუფლებას ეუბნებიან, წარსულის ქექვას თავი დაანებეთო. ტრამპს კი არავინ არაფერი უთხრა. არადა ეს კაცი ხვალ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი გახდეს."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner