ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე სამჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მთავრობის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ 20 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 42 000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14
ამასთან, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეალური მაჩვენებელი, ოფიციალურ მონაცემებზე ორჯერ მეტია და 278 827-ის ნაცვლად, 451 024-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები „ბიბისის“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ირანში პანდემია პოლიტიკური თამაშების სამიზნეა და ეს უნდა დასრულდეს.