logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სამომავლო პოლიტიკაში პრიორიტეტი მიენიჭება გარემოსდაცვით საკითხებს
- +

3 აგვისტო. 2020. 13:31

 

 

 

„ჩვენს სამომავლო პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭება გარემოსდაცვით საკითხებს. ბუნებრივია, გარემო, მწვანე პოლიტიკა და მწვანე კანონმდებლობა არაა საკითხები, რომლებზე საუბარიც დღეს მოდაშია სხვადასხვა ფორუმებზე. ესაა საკითხები, რომლიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენი შვილების საცხოვრებელ გარემოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისა და მწვანე სივრცის პრეზენტაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

 

„ამ წლების განმავლობაში, უდავოდ, ბევრი გაკეთდა ჩვენი საკანონმდებლო სივრცის რეფორმირების, მისი გათანამედროვების, მოდერნიზაციის მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, მათ შორის, გამოვყოფდი ტყის კოდექსს, წყლის რესურსებთან, მის ინტეგრირებულ მენეჯმენტთან, ნარჩენებთან და მის გადამუშავებასთან საკანონმდებლო ინიციატივებს. ეს ინიციატივები, ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარლამენტში მწვანე სივრცის კონცეფცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით შემუშავდა, რაც კომიტეტის სათათბირო ოთახის გვერდით არსებულ სივრცეში მწვანე კუთხის მოწყობას გულისხმობს.

 

მწვანე სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ინდივიდუალური უნარების განვითარებას, შეუერთდეს გარემოს დაცვისა და მწვანე ოფისის პრინციპების დამკვიდრებას ორგანიზაციის ყოველდღიურობაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner