logo_geo
eng_logo
„ეს კრიმინალური თავდასხმა „დინამო თბილისს“ არ უკავშირდება” - „დინამო“ განცხადებას აქვეყნებს
- +

3 აგვისტო. 2020. 14:37

 

 

„დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც რამოდენიმე დღის წინ, ლერი სულაბერიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო.

 

შეგახსენებთ, რომ ლერი სულაბერიძე წლების განმავლობაში თბილისის „დინამოს“ დირექტორატის წევრი იყო.

 

„რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ჩართულია სასამართლო დავაში, რაც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას“, – წერია კლუბის განცხადებაში.

 

ამავე დროს, „დინამო თბილისი“ ლერი სულაბერიძეზე განხორციელებულ თავდასხმას ემიჯნება: „შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, რათა მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც შეინარჩუნოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner