logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ჩემი ამოცანაა, არავის მივცე უფლება, ქართულ ჯარს დაუმსახურებლად ლაფი ესროლოს!
- +

23 ივნისი. 2016. 23:09


„გამოძიებაში დგება მომენტი,  როცა შეგიძლია თქვა, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმას, რომ ქართველი სამხედროების სახელის სრული რეაბილიტაცია მოხდეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში.


"ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიების მორიგი ეტაპი დასრულდა. მე პირადად ვიყავი ჩართული პროცესში, რომ საქმის ყველა დეტალი მცოდნოდა", - განაცხადა ხიდაშელმა.


მისი თქმით, როგორც კი პროცედურები დასრულდება, თუ ქართველი სამხედროების რეპუტაცია ოდნავ მაინც შეილახა, მათი სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.


"ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არავის მივცე უფლება,  ქართულ ჯარს დაუმსახურებლად ლაფი ესროლოს. როცა გაერო-ს შტაბბინაში ვიმყოფებოდი, შევხვდი ყველა იმ ადამიანს, ვინც სამშვიდობო ოპერაციებზეა პასუხისმგებელი და მათ კონკრეტული მოთხოვნა წავუყენე, რომ როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, ამ თემაზე განცხადების გაკეთება ზუსტად იგივე მაღალი ტრიბუნებიდან მოხდეს, როგორც ჩვენი სამხედროებისთვის შეურაცხყოფის მიყენება მოხდა. თუ ჩვენი ბიჭების რეპუტაცია ოდნავ მაინც შეილახა, მათი სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს",

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner