პოლონეთში რუსული „გაზპრომი“ 50 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის მარაგულირებელმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა კომპანიამ უარი განაცხადა სასამართლო განხილვაში მონაწილეობაზე.
აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ -ის ანტიმონოპოლიურ კანონთან შესაბამისობა უნდა დაედგინათ.
როგროც პოლონეთის მარეგულირებელ უწყებაში განაცხადეს, „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის მშენებლობისას გაფორმებული კონტრაქტების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვეს.
„ეს არის წინასწარ დადგეგმილი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო განხილვისთვის ხელის შეშლას“, – განაცხადეს მარეგულირებელ ორგანოში.
„გაზპრომის“ წინააღმდეგ სასამართლო განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გავრცელდა. საქმეზე გამოძიება კი 2018 წელს დაიწყო და მასში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“- ის მშენებლობაში ჩართული ხუთი კომპანია ფიგურირებს. მათ შორის არის შვეიცარული „ენგი ენერჯი“, ავსტრიული „ოუემვი“, გერმანული „იუნიპერი“, „ვინთერშელი“ და ჰოლანდიური „შელი“.
პოლონეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“- ის მშენებლბის წინააღდმეგია. ვარშავაში მიიჩნევენ, რომ ეს გაზსადენი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემუქრება.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“- ის პროექტი ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანას ითვალისწინებს. ამ პროექტის ეწინააღმდეგება აშშ, უკრაინია და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, რუმინეთი და უნგრეთი.