logo_geo
eng_logo
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში ციხეს დაესხნენ თავს
- +

3 აგვისტო. 2020. 15:16

 

 

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ავღანეთში ციხეს დაესხნენ თავს. როგორც „BBC“ იუწყება, ჯალალაბადის სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე მიტანილი იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით პატიმარი გაიქცა.

 

თავდასხმა 2 აგვიტოს, საღამოს დაიწყო, როდესაც საპატიმროს შესასვლელთან მანქანებში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა. იერიში 3 აგვიტოს დილამდე გრძელდებოდა.

 

სხვადასხვა ცნობებით, 43 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, დანარჩენები კი უსაფრთხოების ძალებს წინააღმდეგობას საცხოვრებელი სახლის სახურავიდან უწევდნენ.

 

ჯალალაბადში მდებარე ციხეში სულ 1700 პატიმარია. მათი უმრავლესობა მოძრაობა „თალიბანისა“ და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner