logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გვარამიამ ჯანყი გამოაცხადა? გივია ისევ მთვრალი ხომ არ გდია რომელიმე სარდაფში?!
- +

24 ივნისი. 2016. 00:02


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ასე ეხმიანება:


„ვა, გვარამიამ ჯანყი გამოაცხადა? როდის იწყებს და საიდან? მცხეთის ყურეში კრეისერი „გაბუნია"  უკვე შემოვიდა? ვაზიანში ბომბდამშენი „უდუმა"  დაჯდა? მთავარსარდალი გივია ისევ გახეთქილი მთვრალი ხომ არ გდია რომელიმე სარდაფში?!

 

აი, ხომ ხედავთ, უცებ რამდენი შეკითხვა გაჩნდა? ბოლო-ბოლო, ის მაინც გამაგებინეთ, აჯანყებულები მთაწმინდიდან უნდა გამოქანდნენ თუ გომბორიდან?!"- წერს ზედელაშვილი.


„ამ ქვეყანაშ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული და ის არის ყოველდღიური რისკის ქვეშ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობიდან გასვლას, იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც არ ემყარება კანონს და არღვევს კანონს, თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება დარბევის შედეგად, თქვენ მიიღებთ ამ სახეებს და ამას ნახავს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ჩვენ აქედან არ გავალთ,  მოგიწევთ ამ სახეების ყურება, მოგიწევთ „რუსთავი 2"-თან ერთად არჩევნების ჩატარება", - განაცხადა გვარამიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner