ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ნელ-ნელა აუშვეს აფრები: სააკაშვილი ამბობს, ნაცმოძრაობა უმრავლესობით მოვა პარლამენტში და მთავრობასაც დააკომპლექტებსო.
ამასობაში გიორგი ვაშაძე აღმაშენებელი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება.
იქით ანა დოლიძე აცხადებს, რომ ტოპ-ხუთეილშია.
აქეთ ევროპული საქართველო იქაჩება, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაშიო.
საბურთალოზე ტოლ-სწორი არ ჰყავს ელისაშვილს.
ივანიშვილი კი დუმს. ამათ ახლა რომ ტაში კუკური აქვთ გამართული, ოქტომბრის ბოლომდე რა დაემართებათ?!“