logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა
- +

4 აგვისტო. 2020. 10:17

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს.

 

ღონისძიება პროექტის -„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“- ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარების მიზნით განხორციელებული ზომებით, რომლებიც მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიან და ინკლუზიურ მიწოდებაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილ წვდომაზე.

 

UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე.

 

გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს - შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

 

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner