„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ლაკონურად- ჯერ სამუდამოდ, რეფერენდუმით ერთი სქესის პირთა ქორწინებას ავკრძალავთ, შემდეგ უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვას გავაუქმებთ, შემდეგ ანტიდისკრიმინაციულ კანონს გავაუქმებთ, აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან უცხოელთათვის საქართველოში შემოსვლას უმკაცრესად შევზღუდავთ, უდიდეს გადასახადს დავუწესებთ თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სოფლის პროდუქციის შემოტანას და უპროცენტო კრედიტებს მივცემთ ქართველ გლეხებს, ჩვენს ემიგრანტებს ფინანსურ შეღავათებს დავუწესებთ რათა დაბრუნდნენ.
ქართულ ეროვნულ მთავრობას ავირჩევთ, რომელიც არავის მონა არ იქნება, პრიორიტეტად ქართულ- ეროვნულ იდეას ვაქცევთ და პატრიოტებს მივცემთ საშუალებას მართონ ჩვენი ქვეყანა!"- წერს ბრეგაძე.