ლევან ბერძენიშვილი: ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება!
„სხვათაშორის, ძველი, ძირძველი, ეროვნული და მამაპაპისეული სარწმუნოება სწორედ მაზდეანობა იყო და არა ქრისტიანობა!“
როგორც კრიმინალისტიკის აღიარებული თეორეტიკოსები გვიმტკიცებენ, მკვლელი დანაშაულის ადგილს ცხოვრებაში რამდენჯერმე აუცილებლად მოინახულებს! შესაბამისად, დამნაშავის ფსიქიკური აშლილობის ხარისხიდან გამომდინარე, მკვლელობის ადგილზე დაბრუნების პერიოდულობა შესაძლოა, იყოს ძალიან ხშირი, ხშირი ან იშვიათი... იმის გათვალისწინებით, რომ ლევან ბერძენიშვილი თავის „ნასედკა“ ძმასთან ერთად კარგა ხანია არა მარტო გონებრივი აშლილობის, არამედ ფიზიკური ხრწნილების ფაზაშიც შევიდა, სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ დიდი ვაჟა-ფშაველას შემომქედებას თავისი „გაკურდღელებული“ მორალითა და მწიგნობარ-ფარისევლის ქვეგამხედვარობით ამ ბოლო დროს ხშირად სტუმრობს!
ცოტა ხნის წინათ ლევან ბერძენიშვილის ეყო თავხედობა, ვაჟა-ფშაველა ერთ შარლატანა, გარყვნილ კაცად შემოესაღებინა და ტელევიზიით მორიგი გამოსვლის დროს ემტკიცებინა, რომ თითქოს გორის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს ახლად შეღერებულმა ლუკა რაზიკაშვილმა, ანუ იმავე ვაჟამ ქუჩის მეძავი კეკე გელაძე გაიცნო, რომელიც დააორსულა და სწორედ მათი ბინძური სიყვარულისგან იშვა მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი, ფაშიზმის დამსამარებელი და მეორე მსოფლიო ომის ტრიუმფატორი, გენერალისიმუსი იოსებ სტალინი! – ამას ბერძენიშვილი ისეთი დამაჯერებლობით გვიყვებოდა, ერთხანობა გავიფიქრე, ალბათ, ხელში სანთელი ეჭირა და ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა-მეთქი! თუმცა, ბერძენიშვილი ამაზე არ შეჩერებულა და სულ ახლახან უფრო შორსაც გაუტია.
წინა კვირას ზუსტად 105 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1915 წლის 27 ივლისს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც მაშინ სამხედრო ლაზარეთი იყო მოწყობილი, 54 წლის ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა... ლევან ბერძენიშვილმაც არც აცია, არც აცხელა და სოციალურ ქსელში მაშინვე გამოკიდა თავისი ლექცია, სადაც მან ვაჟას „ალუდა ქეთელაური“ „მიმოიხილა“:
„ალუდა ქეთელაური რაზეა?! ალუდა ქეთელაური სხვათა შორის იმაზეა, რაზეც არავინ არასდროს ლაპარაკობს, იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება. ამაზეა, წარმოგიდგენიათ?! არავის არ უნდა ამის დანახვა, ზოგჯერ რაღაც უნდა დავინახოთ. ვაჟას გმირი მივიდა ბოლოს იმ დასკვნამდე, რომ მუცალს უნდა შესწიროს შავი კურატი, ეუბნებიან, რომ არ შეიძლება, იმიტომ, რომ მუცალი არის მუსლიმი, მუსლიმის ცხონება არ არსებობს. სხვათა შორის, კითხვა მაქვს, მართლა დარწმუნებული ხართ, რომ არ არსებობს მუსლიმის ცხოვნება?! საიდან იცით?! იცით, რას გეტყვით? სახარებაში წერია, რომ ქრისტემ უთხრა მარჯვენა ავაზაკს? მე რომ იქ მოვალ, შენ იქ დამხვდებიო. ავაზაკი ცხონდა. ახლა არ მითხრათ, რომ ავაზაკი ქრისტიანი იყო, ეკლესიაში დადიოდა და ბავშვობაში პატრიარქმა მონათლა. არა, ავაზაკი იყო, კაცებს კლავდა. ჯვარზე დაინახა ქრისტე და იქ აღიარა და ის აღიარება საკმარისი აღმოჩნდა.
მუსლიმიც ცხონდება, თუ საჭიროა, მამათმავალიც ცხონდება და ლეონარდო და ვინჩიც შეიძლება სამოთხეში დაგხვდეთ. ასე რომ, არ არის ეს ასე მარტივად, როგორც ჩვენი გაუნათლებელი სამღვდელოება გვაწვდის. მათ შორის არის ხალხი, რომლებსაც სახარება არ აქვთ წაკითხული, ან ვერ ხვდებიან, იქ რა წერია. ვაჟა-ფშაველამ კი თქვა, აი, ბატონო კურატი, აი, შევწირე. თემში, მოგეხსენებათ, რელიგიური და სათემო ხელისუფალი ერთი კაცია და ხევისბერი ჰქვია. ხევისბერი გაფითრდა (გულისხმობს „ალუდა ქეთელაურიდან“ იმ მონაკვეთს, სადაც ალუდა ხევისბერთან მუცალისადმი შესაწირი კურატით მიდის) იმიტომ, რომ რასაც ალუდა ქეთელაური სთავაზობს, წარმოუდგენელია იმ მოძღვრებისთვის, რომელსაც იგი წარმოადგენს. ქრისტესთვის ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქრისტიანობისთვის გაუგებარია მუსლიმის ცხონება. ეუბნება ხევისბერი ალუდას – შენ თვითონ ურჯულოვდები იმით, რასაც ახლა აკეთებო. მაშინ ალუდამ თქვა – თქვენ არ გცოდნიათო და ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს – „ღვთისშვილთ უკეთეს იციან“. ღვთის შვილები ვინ არიან? ეს არის ჩვენი წარმართული ქართული რელიგია, რომელიც გვქონდა ქრისტიანობამდე. აი, იმათ თურმე უკეთესად სცოდნიათ ეს საკითხი, ცხონების საკითხი. ალუდამ თვითონ დაკლა კურატი. ვაჟა-ფშაველას გმირი მიხვდა, რომ მტრობა არ არსებობს, რომ ქისტი მტერი არ არის, რომ მუცალი მტერი არ არის და მივიდა იმ აღიარებამდე, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ უნდა იყოს.
ჩვენ რას გვასწავლის მოძღვრება – მგელი იყავიო. შუშანიკი პირდაპირ ამ სიტყვით ამბობს ვარსქენზე „მგელი იგი მოვიდა“. რა იყო სინამდვილეში? – ერთი იყო ქრისტიანი, მეორე იყო მაზდეანი, ერთი იყო ახალი ქართული სარწმუნოება და მეორე იყო ძველი ქართული სარწმუნოება. სხვათა შორის, ძველი, ძირძველი, ეროვნული და მამაპაპისეული სარწმუნოება სწორედ მაზდეანობა იყო და არა ქრისტიანობა, ისე, როგორც ახლა ძველი და მამაპაპისეული არის ქრისტიანობა და კარებზე რომ გიკაკუნებს იაღოველი და გეუბნება, ჭეშმარიტ ღმერთზე ვილაპარაკოთო, თავაზიანი კაცი თუ ხარ, თავაზიანად ეუბნები – დამანებე თავი, თუ შეიძლება, კარგად ბრძანდებოდეთ, თუ არ ხარ თავაზიანი, შემოიყვან სახლში, ან სცემ, ან რამეს უზამ. ამის ბევრი შემთხვევა გვაქვს საქართველოში. ვაჟა–ფშაველამ გვითხრა, რომ თქვენ არ გესმითო. ძალიან ხშირადაა ლაპარაკი, რომ შეჯახება არის პიროვნებასა და თემს შორის თავისუფლების გამო და ეს არ არის მართალი. არანაირი შეჯახება არ არის. თემს ეზიზღება ალუდა, ალუდას არ ეზიზღება თემი, ამაშია მისი ძალა და განსხვავება“.
ძვირფასო მკითხველო, დავიწყოთ იმით, რომ იმ ტუტრუცანა ლოგიკით, რომლითაც ლევან ბერძენიშვილმა ქრისტიანობა „არასწორ მოძღვრებად“ გამოაცხადა, ისლამიც „არასწორი“ გამოდის, რადგან პოემაში „სტუმარ-მასპინძელი“ მუსლიმმა ჯოყოლა ალხასტაიძემ ქრისტიანი ზვიადაურის გადასარჩენად ყოველი ღონე იხმარა, მაგრამ სოფელთან ბრძოლაში მარტო დარჩა და თემისგან მოიკვეთა. აღარაფერს ვამბობ ჯოყოლას ცოლზე – აღაზაზე, რომელმაც გაუგონარი საქციელი ჩაიდინა და ქმრის უჩუმრად „ურჯულო“ ზვიადაური დაიტირა...
ეს ყველაფერი რელიგიური დოგმებისთვის შესაძლოა, უცხოა, სამაგიეროდ, ძალზე ახლობელი და სისხლხორცეულია იმ ზნეობრივი კატეგორიისთვის, რომელსაც ვაჟა-ფშაველა ყოველ ნაბიჯში აღმერთებს და უმღერის – „მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა!“
დასტურ, მუსლიმი ჯოყოლაც, ქრისტიანი ალუდაც, მუსლიმი მუცალიც და ქრისტიანი ზვიადაურიც, უპირველეს ყოვლისა, კავკასიელი ვაჟკაცები არიან. შესაბამისად, გადამწყვეტ მომენტში მათ ქცევას არა რელიგიური მოტივები, არამედ სწორედ საერთო კავკასიური მენტალობა, ვაჟკაცობა და ღირსება განსაზღვრავს. ცხადია, ეს ყველაფერი – კავკასიური მენტალიტეტი, რელიგიურობა და ვაჟკაცობა ლევან ბერძენიშვილისთვის უცხოა. ამიტომ მას ვაჟკაცებიც სძულს, ქრისტიანებიც და მუსლიმებიც.
ახლა ლევანა „დელფინას“, რომელმაც თავის ძმასთან ერთად ნახევარი ეროვნული მოძრაობა „კაგებეში“ „ჩაუშვა“, ეტყობა, ქრისტიანობის ლანძღვაში აძლევენ ფულს, დასჭირდებათ და ისლამის ლანძღვაშიც გადაუხდიან!
ლევან ბერძენიშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ლეიბა ტროცკისა და ვლადიმერ ლენინის ერთობლივ „ბარახლოსთან“ და ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლ გონიერ მგელთან, რომელმაც, ცხადია, კარგად იცის, რომ „მამათმავალნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ!“ (I კორინთელთა, თავი 6, მუხლი 9), მაგრამ ამის მიუხედავად, თავის ძმასთან ერთად აგერ უკვე ორმოც წელზე მეტია, რაც პოლიტიკური უკანალი შარაზე აქვს გადადებული და ჯორივით უცილობლობს – მამათმავლებიც ცხონდებიანო!
ლევან ბერძენიშვილო! არც მამათმავლები ცხონდებიან და არც პედერასტების დამქაშები, მაგალითად, შენი ძმა – ნაძირალა დავით ბერძენიშვილი, რომელიც პარლამენტის წინ დორბლმორეული ჯღაოდა – ჩვენ სექსუალური უმცირესობების საქართველო გვინდაო!
რაც შეეხება მუსლიმებს, რა თქმა უნდა, მუსლიმიც შეიძლება, ცხონდეს!
თბილისის მფარველი აბო თბილელი, რომელიც ჩვენი ეკლესიის ერთ–ერთი უდიდესი წმინდანია, ეროვნებით – არაბი, ხოლო რწმენით მუსლიმი იყო, მაგრამ ცხონდა!
ქისტი რომ მტერი არ არის და „მტერი შენი“ რომ უნდა გიყვარდეს, ეს ქრისტიანობის ერთ-ერთი უმტკიცესი საფუძველია. ქრისტიანობა, როგორც მონოთეისტური რელიგია, სწორედ სიყვარულზე და მათ შორის, სწორედ მტრის სიყვარულზე დგას. ამ თვალსაზრისით ალუდა ქეთელაური სამაგალითო ქრისტიანია ისევე, როგორც სამაგალითო მუსლიმია ჯოყოლა ალხასტაიძეც, რომელიც თავისი ძმის მკვლელს გადაეფარება. საბოლოო ჯამში, ისინი მაინც სამაგალითო კავკასიელი ვაჟკაცები არიან...
ყურით მოთრეულია ლევან ბერძენიშვილის არგუმენტი, თითქოს თემს ეზიზღება ალუდა ქეთელაური. თემს არც გუგუა ფიჩიტაური ეზიზღება, არც – ონისე, არც – ჯოყოლა და თუნდაც, არც – მოღალატე ოსები „ხევისბერი გოჩადან“ – ბეჩორაი და თოფსრუყე. თემი მოღალატეებსაც კი აძლევს თავის მართლების საშუალებას და ყველას უსმენს, მაგრამ კონფლიქტი პიროვნებასა და თემს შორის იწყება სწორედ მაშინ, როცა პიროვნული ეჯახება საზოგადოს, „მე“ – უპირისპირდება „ჩვენს“... აი, სწორედ ეს პიროვნულობა განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებასა და პროგრესს. მეამბოხე ლიდერების – ალუდასა და ჯოყოლას გარეშე საზოგადოების წინსვლა ყოვლად წარმოუდგენელია. საზოგადოებას „კაგებეშნიკი“ ძმების თუ დების – ლევან და დავით ბერძენიშვილების მსგავსი აგენტები ვერ გადაარჩენენ. საზოგადოება მაღალი ზნეობისა და ვაჟკაცობის მქონე ალუდა ქეთელაურმა და ჯოყოლა ალხასტაიძემ უნდა გადაარჩინონ!
სახტად დამტოვა ლევან ბერძენიშვილის უწიგნურობის მასშტაბმა, როცა მან თავის „ლექციაში“ მაზდეანობაზე, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობაზეც წამოიწყო ლაპარაკი და გამოგვიცხადა – „სხვათა შორის, ძველი, ძირძველი, ეროვნული და მამაპაპისეული სარწმუნოება სწორედ მაზდეანობა იყო და არა ქრისტიანობა!“
ზოროასტრიზმი, მაზდეანობა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა საქართველოში სასანიდურმა სპარსეთმა გაავრცელა. ეს იყო დამპყრობელთა რელიგია, რომელიც ქართველებს თავს ძალით მოახვიეს. ამიტომ, როცა ვახტანგ გორგასალი აჯანყდა, მან სპარსი მოგვების თავი – მოგვთა მოგვი ბინქარანი დაიჭირა და დაატუსაღა. მართალია, ბინქარანი ციხიდან გაიპარა, მაგრამ ქართლის საზღვართან ქართველებმა მაინც მოკლეს, რადგან მტრის ლაშქარს ჩვენ წინააღმდეგ მოუძღოდა. ვახტანგ გორგასალმა სხვა ცეცხლთაყვანისმცემელი მოგვებიც ამოხოცა... აი, ამის შემდეგ კაცი რომ იმას იტყვის, მაზდეანობა ჩვენი ძველი რელიგიააო, იმას მართლა ალუდა ქეთელაურის ხმლით უნდა მოჭრა ჯერ ორტოტა ენა, ხოლო შემდეგ უტვინო თავი.
იმედია, ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას იდეების გასაუკუღმართებლად და ქართველი ახალგაზრდობის ტვინის მოსაღრეცად არც აწი მოისვენებს, რადგან სამსახური აქვს ასეთი...
სხვათა შორის, „კაგებეს“ გენერალმა, აწ განსვენებულმა ანზორ მაისურაძემ ბერძენიშვილების სამსახურზე საინტერესო რამ მითხრა – ლევან და დათო ბერძენიშვილები ციხიდან რომ გამოუშვეს, მოსკოვიდან ზარიც მოაყოლეს და დაგვავალეს – სამსახურის მოძებნაში დაეხმარეთო!
ეტყობა, ანზორ მაისურაძე და მისი ამფსონები ტყუილად არ გაისარჯნენ და ძმებ ბერძენიშვილებს შესაფერისი სამსახური უშოვეს!