უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მსხალგორსა და ბაისუბანში. დატბორილია სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო სეტყვაც, თუმცა, ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.