ფოთში, გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან გოგონა გადახტა. თვითმხილველების თქმით, 20 წლამდე გოგონა ხიდის მოაჯირზე იჯდა და თვითმკვლელობის მიზნით მდინარეში გადახტა. ჯერჯერობით უცნობია, ახალგაზრდა გოგონას ვინაობა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
გამოძიება დაწყებულია 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.