ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 050 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 803 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკვე მეექვსე დღეა, ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 50 000-ს აჭარბებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 1 855 745 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 2230 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 938 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვირუსის 586 298 აქტიური შემთხვევა დასტურდება.