საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით ვანო მერაბიშვილმა სასჯელი უნდა მოიახადოს.
ამის შესახებ ნიშნიანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა და ხათუნა ლაგაზიძეს კითხვით მიმართა:
„მთავარი ის კი არ არის, როგორ იჩალიჩეს „ნაციონალებმა", მთავარია, თქვენ გჯერათ თუ არა ის, რომ მერაბიშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს? ეკუთვნის თუ არა მერაბიშვილს მზის სინათლეზე ყოფნა?
მერაბიშვილს უნდა აეკრძალოს სახელმწიფო საჯარო სამსახურში მუშაობა."- განაცხადა ნიშნიანიძემ.