სამხრეთ კორეაში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 1000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ასევე დაიტბორა მთავარი გზატკეცილები და ხიდები.
სამხრეთ კორეაში უკვე 42 დღეა, გადაუღებლად წვიმს. ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მსგავსი სიხშირის წვიმა არ ყოფილა.