logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: სტიქიით დაზარალებულ, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
- +

4 აგვისტო. 2020. 14:59

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით სტიქიის ზონაში,  ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და  საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი  დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება.

 

ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა  მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდებათ ვერტმფრენის საშუალებით,  უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner