logo_geo
eng_logo
ონში სტიქიის დროს დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება
- +

4 აგვისტო. 2020. 16:25

 

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  საავარიო ჯგუფების რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად,   სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება.

 

უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება  ჟიჟორეთის  სათავე ნაგებობა.

 

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდება.

 

შეგახსენებთ, რომ ონში სტიქიამ წყალმომარაგების  ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. წყალუხვობის გამო შეუძლებელი იყო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა.  გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიის შესაბამისი საავარიო ჯგუფები, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner