საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გეგმური შემოწმების ფარგლებში, ლილოს ბაზრობაზე 12 სუბიექტი დაჯარიმდა.
მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევა გახდა.
როგორც „ლილო მოლის“ დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაჯარიმებული ბიზნეს ოპერატორებიდან, ორი იურიდიული პირია, შესაბამისად, დაკისრებულმა ფულადმა სანქციამ 10 000 ლარი შეადგინა. დანარჩენი 10 დაჯარიმებული კი ინდმეწარმეა და ისინი 2000-2000 ლარით დაჯარიმდნენ.
ბაზრობის მენეჯმენტის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ბაზრობის ტერიტორიაზე, გეგმური შემოწმების ჩასატარებლად დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ.