ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ კონკრეტული ტელევიზია ისევ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებით არის დაკავებული. ამის თქმის საფუძველს აბაშიძეს ის ფაქტი აძლევს, რომ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციები, მოგვიანებით სამართალდამცველებთან არანაირი გამყარებული არგუმენტითა თუ ფაქტით არ მტკიცდება, შესაბამისად, მაყურებელი ისევ მოტყუებული რჩება.
„კომენტარი კეზერაშვილის „TV ფორმულას“ ჟურნალისტის, ჩემთვის ჭურნალისტის, დავით ქაშიაშვილის გამოძიებასთან თანამშრომლობის უარზეა. მანამდე ტელეთერში თქვა, რომ თამუნა ბაჩალეიშვილს სამი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე ჰქონდა წვდომა და ამ ფაქტს უკავშირდება მისი გარდაცვალება. თუმცა, ქაშიაშვილმა გამოძიებასთან ვერც ამ სამი მაღალჩინოსანის გვარი დაასახელა და არც ის, თუ საიდან გააჩნდა ეს ინფორმაცია:
გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ეჭვს მიჩენს, რომ ადგილი აქვს მორიგ 'ფეიკ ნიუსს'. ამ შემთხვევაში ვალდებულეებების არარსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საგამოძიებო უწყებამ საზოგადოებას რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ეტაპობრივად მიაწოდოს.
თუ გსურს, რომ ეს საქმე გამოიძიო და დაეხმარო გამოძიებას, უნდა თქვა სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვს ვალდებულება. მაგრამ იბადება შეკითხვა - ისევ 'ფეიკ ნიუსებთან' და დეზინფორმაციასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
ამასთან, სამართალდამცველებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ეს აუცილებელია! ეს კეთდება ყველგან. მესმის, რომ გამოძიებას ამის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ მეტი ინტერაცია საზოგადოებასთან!“- წერს აბაშიძე.