მანჩო გიორგობიანი ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებზე წერს. გიორგობიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბუსას მამის მკვლელობას მისი ოჯახისა და შვილების ძლიერი სტრესი მჰყვა.
როგორც გიორგობიანი წერს, ბუსა ჟვანიას სააკაშვილის „გიენებისგან“ ერთი პერიოდი მალავდნენ კიდეც.
„ვეთანხმები თენგოს!
რაც ამ ბავშვს - ჟვანიას შვილს გადაატანინეს, რა სიმწარეებიც და რა შიშებიც, მტერს არ ვუსურვებ!!!
მათ შორის ისიც, რომ რაღაც პერიოდი მალავდნენ სააკაშვილის მიქსეული გიენებისგან!...
არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის აქტიური ხელი ერიოს და ეს ბიჭები სპეციალურად წააქეზეს ერთმანეთზე!!!..“- წერს გიორგობიანი.
მანჩო გიორგობიანი თავის სტატუსში თენგო მაჭავარიანს ეთანხმება, რომელმაც ასეთი პოსტი დაწერა:
„კი არ ვამართლებ, მაგრამ ჟვანიას შვილი კიდევ ერთი მსხვერპლია წინა ხელისუფლების. ნაცების და პირადად სააკაშვილის დამსახურებაა მისი აგრესიულობა.“