logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ამ ე.წ. ხალხმა გირგვლიანის საქმე ისე გააყალბა, რომ სტრასბურგი განაცვიფრა! წლობით ათრია ბუტას საქმე სეიფიდან სეიფში! ჩაცხრილა ვაზაგაშვილი!
- +

5 აგვისტო. 2020. 00:45

 

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარტია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმით დაინტერესებული პირების შესახებ წერს.

 

ნაცვლიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის პირადი ტრაგედიით სწორედ ისინი მანიპულრებენ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გავლენიანი თანამდებობები ეკავათ, სწორედ თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, ადამიანები მოკლეს და ოჯახები გაამწარეს.

 

დღევანდელ  ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურობენ:

ზურაბ ადეიშვილის დროინდელი ოთხი პროკურორი:

გვარამია, ზოდელავა, საყვარელიძე, ღვინიაშვილი;

ზურაბ ადეიშვილის ორი მოადგილე:

გიორგი ვაშაძე და ოთარ კახიძე;

ადეიშვილის ორგზის მოადგილე (იუსტიცია, უშიშროება):

გიგი უგულავა;

მიშა სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი:

გიგა ბოკერია;

მიშა სააკაშვილის სამგზის ძალოვანი მინისტრი:

ირაკლი ოქრუაშვილი;

მიშა სააკაშვილი ხერხემალი ძალოვანი:

ვანო მერაბიშვილი;

მიშა სააკაშვილის სასჯელაღსრულების მინისტრი:

დიმიტრი შაშკინი;

მიშა სააკაშვილის პოლიციის აკადემიიის შეფი:

ხატია დეკანოიძე;

 

ამ, ეგრედ წოდებულმა ხალხმა, მათივე ვიცე - ბელადის, ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებით მოკლული გირგვლიანის საქმე ისე გააყალბა, რომ სტრასბურგი განაცვიფრა და მისი ვერდიქტის მიუხედავად, სიმართლის დადგენას ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;

 

ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა (ხუთმა პროკურორმა), წლობით ათრია ბუტას საქმე სეიფიდან სეიფში და ამ საქმეზე სიმართლის დადგენასაც ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;

 

ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა, ჩაცხრილა ვაზაგაშვილი და ისე გააყალბა საქმე, რომ სტრასბურგის გამაოგნებელი ვერდიქტი დაიმსახურა;

 

ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი.

 

ამ, ეგრედწოდებულ ხალხს, ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ, - იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ?

 

ოქტომბერში გავცეთ ამ კითხვას პასუხი!“- წერს ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner