logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჟურნალისტი როდესაც ამბობს, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია და მას გამოძიებას არ აწვდის, ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა
- +

5 აგვისტო. 2020. 02:36

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც კრიმინალური ორგანიზაცია, თავის სატელიტ პარტიებთან და საკუთარ პარტიულ ტელევიზიებთან ერთად ახდენს ინსცენირებას, სპეკულაციებს კონკრეტულ საკითხებზე და ამახინჯებს ფაქტებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს ადამიანები პარტიული ტელევიზიებით, საზოგადოების ტრაგედიებზე მანიპულაციებით გარკვეული ინფორმაციის აწვდიან საზოგადოებას.

 

„ისინი საუბრობენ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას შეეხება. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით ფლობენ ინფორმაციას და ესაა მათი დღის წესრიგი, რადგან სხვა სალაპარაკო საზოგადოებასთან არ დარჩათ. ერთადერთი, რაც მათ ტაქტიკურად მოიფიქრეს, არის ის, რომ საზოგადოებას ირიბად ესაუბრონ - ეს არის სპეკულაციებით, პარტიული ტელევიზიებით, საზოგადოების ტრაგედიებზე მანიპულაციებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და სცადონ მათი შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, ადამიანი, თუნდაც, ჟურნალისტი რომელიც ამბობს, რომ მას სანდო წყაროზე დაყრდნობით, აქვს კონკრეტული ინფორმაციები და შემდგომ ის ამ ინფორმაციას გამოძიებას არ აწვდის - ეს სხვა არაფერია თუ არა ერთი ერთში, პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა.

 

„როდესაც ჟურნალისტი პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება, მას ჩემი და საზოგადოების თვალში ჟურნალისტი აღარ ჰქვია. ის არის პარტიის წევრი და არა ჟურნალისტი. ეს არის წინასაარჩევნო ტაქტიკა, რომ საზოგადოების უმძიმესი ტრაგედიით მანიპულაცია მოახდინონ, სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რეალურად, ეს ადამიანები არიან გულგრილნი ყველა დატრიალებული ტრაგედიის მიმართ. როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ადამიანის ბედი, მით უფრო, როდესაც საუბარია ოჯახის ასეთ უმძიმეს ტრაგედიაზე და საქმე საქმეზე რომ მიდგება, იგონებდე რომ ვითომ ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე არ ასახელებ ინფორმაციას. სამწუხაროა, თუმცა, ეს რეალობა გვაქვს და საზოგადოება ძალიან სწორად განსჯის ამ ყველაფერს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner