ლიბანში მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას „როიტერი“ წითელ ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, მახვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.