შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამალი-დევდორაკის ხეობაში გვიან ღამით ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.
დილიდან უკვე დაიწყო იმ ადამიანების ვერტმფრენით გამოყვანა, რომლებმაც სტიქიის დროს თავი დარიალის მამათა მონასტერს შეაფარეს.
„საპატრულო პოლიციამ ღვარცოფის ჩამოწოლისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და სტიქიის ზონიდან ავტომობილები და მოქალაქეები გამოიყვანა. უსაფრთხოების მიზნით, გზა დაკეტილია. გზის ნაწილი ისეა დაზიანებული, რომ გადაადგილება შეუძლებელია. საფრთხის დონის შეფასების მიზნით, შსს ვერტმფრენით სპეციალისტებთან ერთად მოხდება დევდორაკზე შემოფრენა", - განაცხადა შს მინისტრმა.
მინდია ჯანელიძის განცხადებით, ხეობაში დამონტაჟებულმა განგაშის სისტემამ ეფექტურად იმუშავა.
„ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ძალიან კარგად იმუშავა იმ განგაშის სისტემამ, რომელიც ხეობაში რამდენიმე წლის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ დამონტაჟდა. არ მომხდარა მანქანების დაგროვება. შესაძლებელი გახდა, თავიდან აგვეცილებინა მსხვერპლი. ამ ეტაპზე ყველა ადამიანი არის უსფრთხოდ", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.