logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: პოლიტიკური მასა - „ნაცკლასტერი“ მოძველდა!
- +

5 აგვისტო. 2020. 13:58

 

 

 

ექსპერტმა გია აბაშიძემ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, „POST TV“-ის ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ ისაუბრა.  

 

– მინდა დავიწყო რიტორიკული კითხვით, მაგრამ პასუხი მაინც საინტერესოა – რა დაემართა ოპოზიციას, რატომ „გაფარჩაკდა“ ასე? თავად ოპოზიციის „შნირი“ ლიდერებიც კი, იძახიან, რომ „გავფარჩაკდითო“. მათ ჰქონდათ მოლოდინი, ერთიანი, გრანდიოზული ტალღა აიზვირთებოდა და ახლა მათ რიგებში ცუილი ისმის. რა მოხდა?.. თუ ცუილისთვის თავიდანვე გაწირული იყვნენ?

 

–  თავიდანვე განწირულნი იყვნენ და დაჩქარდა.  „კარმა იზ ე ბიჩ“ - როგორც იტყვიან, როცა შალიკოს ფანჩატურში, ნათელაშვილის ეზოში შევიდნენ და დასხდნენ, იქ მოირყა მაგათი ე.წ. კარწინკა, უფრო სწორად, დაჩქარდა და შემდეგ უკვე, რომ დაიწყეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი, არა, მე ვიქნები, არა მეო. უფრო გამყარდა ჩვენი აღქმები, რომ ესენი ერთად ვერ იქნებიან. როგორც გახსოვთ, პირველი სურათი, რუსთაველზე ხელჩაკიდებული რომ დადიოდნენ, აღარ არის, საერთოდ მოიშალა და ერთმანეთს უკვე ბნელ ძალებს ეძახიან. სააკაშვილი გამოდის და თავის შტაბის უფროსზე, რომელიც 2018 წელს იყო, ამბობს - ბნელი ძალა არისო...

 

პოროშენკოზე მუშაობდა და ეს ზელენსკის მომხრე იყო. ბნელი ძალა და მერიქიფე უწოდა. ფაქტია, რომ პოლიტიკური მასა - „ნაცკლასტერი“ მოძველდა. ახლა ჯერი დგება ახალი ძალების. კი ბატონო, 1% აქვთ 2020-ში, 2024 წელს იქნება 0% და მოხდება გადაჯგუფებები ოპოზიციურ ძალებს შორის... დავიღალე ამის თქმით ყველა ეთერში, „ფეისბუქზე“ თუ სადმე სხვაგან, რომ საქართველოს ჟანგბადივით სჭირდება ჯანსაღი, კონკურენტული ოპოზიცია.  ჯანსაღი ოპოზიცია ის კი არ არის, ლანძღო უშვერი სიტყვებით ხელისუფლება, ხელისუფლება უნდა აკრიტიკო ძალიან მწარედ, საგნობრივად, დარგობრივად, არსობრივად და ლეგიტიმაცია არ დააყენო ეჭვქვეშ. აი, ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია.

 

– მგონი, აქ არა მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკის ნაკლებობაზეა საუბარი, არამედ იმაზეც, თუ ვინ აკრიტიკებს. როდესაც შენ ისეთი რამ გაქვს დაშავებული შენი ერისთვის, 8 წლის მერეც არ გივიწყებენ...

 

– არც მოინანიე, პატიებაც კი არ ითხოვე...

 

– პატიება რომ ითხოვო, უნდა დაამთავრო და წახვიდე სახლში. როცა უტიფრად ეტენები იქ, სადაც რეალურად შენი ადგილი არ არის, როცა ბოკერია ზიზღის ჩემპიონია ქართველ ხალხში და ეტენება მაჟორიტარად სამეგრელოში...

 

– წარმოუდგენელია, მეგრულიც რომ არ იცის... ამას აქვს მნიშვნელობა სამეგრელოში.

 

– როგორ შეიძლება, პატივი არ სცე სამეგრელოს... თუნდაც უგულავა, რომელიც გუბერნატორი იყო და ასევე არ იცოდა მეგრული... ეს წარმოუდგენელი უპატივცემულობაა! მიზერზე მიზერ ხმას მიიღებს ბოკერია.

 

– მთაწმინდელ უგულავას რა უნდა ზუგდიდში, ჯერ აქედან დავიწყოთ...

 

– ან ვაკელ ბოკერიას. გარდა ამისა, ბოკერია-უგულავას გუნდი, რომლის ერთ–ერთი ლიდერია ჟორიკა რურუა, რომელიც იყო „მხედრიონში“...

 

– ზვიად გამსახურდიასაც ებრძოდა...

 

– ბოკერიაც არ იყო შორს, ბოკერიაც ებრძოდა გამსახურდიას, შეიძლება, პირდაპირ ავტომატი არ უსვრია...

 

– იდეოლოგიურად ეხმარებოდა, ავტომატს ისროდნენ რურუები...

 

– ცალსახად იყო გამსახურდიას წინააღმდეგ, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად. მოვა დრო და გაახსენებენ მას ამ ეპიზოდს და როდესაც ასეთი ადამიანი ძალიან თავისებურ, ამაყ და სხვანაირ რეგიონში, სამეგრელოში იყრის კენჭს, მიზერზე მიზერი იქნება მისი შედეგი.

 

– სანდრა რულოვსის გზას რომ იმეორებს ჩერგოლეიშვილი - მეც ვიცხოვრებ ეს სამი თვე ფოთშიო, სასაცილოა, უფრო კარგავს ამით ქულებს...

 

– მოჩვენება, რომ გვარამია უფრო მეტად სერიოზულია... ისტერიული გვარამია უფრო „პრედსკაზუემია“, როგორც რუსები იტყვიან, ვიდრე არანორმალური სააკაშვილი.

 

–„შტაბ-კვარწირას“ ენაზე რომ ვთქვა, სააკაშვილი „იპაზორებს“ თავს...

 

– მისი მომხრეც კი, მომხრეც არ ჰქვიათ... ის ხუხულაც კი, რომელიც მან შექმნა, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია დანგრეულია... ის ნგრევის ელემენტებიც უფრო ნათლად გამოჩნდება მალე. შერჩება მარტო მეხაშლამე გუბაზი, რომელიც ყველაფერს „გააპრავებს“, მაგარ ფორმაშია აბსოლუტურად...

 

– გუბაზ სანიკიძე არის უპრინციპობის, ამორალურობის მაგალითი. როცა უპრინციპო პოლიტიკოსზე ლაპარაკობენ, თვალწინ წარმომიდგება გუბაზი და...

 

– „ლელოზეც“ ვილაპარაკოთ... „ლელო“, ჩემი აზრით,  ოპოზიციური კლასტერიდან გამოირჩევა, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ პრეტენზია, ყოფილიყვნენ მესამე ძალა, არ შეეზილნენ „ნაცებს“ ბოლომდე, თუმცა...

 

- ფანჩატურში იყვნენ მაინც, რაღაც პერიოდი... ჩამოვთვალოთ ის ცოდვები, რომელიც მას აქვს – სასამართლოში, ზოგი სტრასბურგშიც არის, „კონსტანტა ბანკთან“ დაკავშირებით. „ელიტ ელექტრონიქსი“ აქვს ახეული, იქ ბენზინის კომპანია „მაგნატი“, რომელიც ბოლოს „თიბისის“ მეშვეობით აღმოჩნდა კეზერას მაშინდელ „გალფში“, კიდევ რომელი ერთი ჩამოთვალოთ, რომელიც  წართმეული აქვს სააკაშვილის პროკურატურის, პოლიციის და ნოტარიუსის დროს.  გაამწარა ასობით–ათასობით ოჯახები, ვინც იქ იყო დასაქმებული და ვინც გამოუშვეს.  ფული იშოვა, დიდი ალბათობით, გაათეთრა კიდეც...

 

– თბილისის მაჟორიტარებსაც აურევს სააკაშვილი, აგერ ნახეთ...

 

– ესეც აღმოჩნდება ბლეფი, კი.

 

– სააკაშვილი ითხოვს თავის წილს, მას მიაჩნია, რომ მისი წილი არის ლომის, გიგანტური, მას ჰყავს სექტა და აქვს ტელევიზიები.

 

– როცა ეს სექტა რუსთაველზე იკრიბება, მხოლოდ 200-250 კაცია.

 

– ერთადერთი, რასაც ვუყურებ, ეს არის შვილმკვდარი მშობლების ემოციებზე თამაში, რამაც შეიძლება პოლიტიკურად არა, მაგრამ ადამიანურად გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კონკრეტულ ადამიანებს და ეს არც მათ უშველით. არ აიმღვრევა წყალი ისე, რომ თევზი დაიჭირონ.

 

– ხომ ხედავენ უკვე,  მალე დაიდება შედეგები...

 

– უნდა გკითხო, NDI-ს კვლევა რატომ არ არის? ყოველთვის აქვეყნებდა კვლევას.

 

– არ ვიცი, ალბათ იქნება... როგორც ვიცი, მალე იქნება „გორბი“, „აირაი“ დიდი ხანია არ გამოჩენილა.

 

- შენი აზრით, რატომ არ გამოაქვეყნეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგი?

 

– იმიტომ, რომ ხედავენ, რეალობა სულ სხვაა უკვე მრავალი წელია. გამოუჩნდნენ მათ კვლევით ველზე კონკურენტები, იქნება ეს „ედისონი“, „გორბი“ თუ სხვები. შეიძლება დადონ, არ არის გამორიცხული, მაგრამ ისევ გახდება დაცინვის,  ღლიცინის საგანი და ა.შ. ისევ „შეუდარებელი“ ბაქრაძე, „წარმოუდგენლად  პოპულარული“ ლიდერი და აწყობთ ესა? მე მგონი, არ აწყობთ. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ მე უფრო ვენდობი „გორბის“ კვლევებს, რომელიც თუ არ ვცდები, მალე უნდა იყოს და მისი კვლევის შედეგები ყოველთვის არჩევნების შედეგებთან აცდენილია რაღაც ერთი, მაქსიმუმ 2 პროცენტით. ყოველთვის ემთხვევა, ნებისმიერი მისი კვლევა.

 

– ვფიქრობდი, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, მაგრამ გამარჯვება უნდა ყოფილიყო შთამბეჭდავი, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ ჰქონდა... ახლა საერთოდ ამ თემაზე არც კი ვფიქრობ...

 

– კოალიციის საკითხიც აღარ დგას...

 

– აღარ არის კოალიცია, აღარც ლეგიტიმაციის საკითხი დგას, იმიტომ, რომ გაფარჩაკდნენ ბოლომდე, რასაც ახლა ვუყურებ... ჩამოშლის პროცესი გრძელდება და ვნახოთ, რამდენი გაგრძელდება ეს პროცესი.

 

– ოპოზიციამ პოლიტიკური ჰარაკირი გაიკეთა საკუთარი ნებით, ფაქტი ეს არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner