logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 52% ევროკავშირიდან გასვლის დარჩენის მომხრეა
- +

24 ივნისი. 2016. 10:28



ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 52% ევროკავშირიდან გასვლის, 48% კი, დარჩენის მომხრეა. ამ ეტაპზე რეფერენდუმზე დაფიქსირებული ხმების 99% დათვლილია.



ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.



რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. თუმცა წინასწარი მონაცემების ფონზე ფუნტ სტერლინგის კურსი, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დაბლა დაეცა. პარლამენტის კონსერვატორი წევრები კი უკვე დევიდ ქემერონის გადადგომას ითხოვენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner