ბეირუთში აფეთქებას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა.
„ბეირუთში საშინელი აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახების, ლიბანის ხალხის და მთავრობას მიმართ ჩემ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ყველა დაშავებულს, მათ შორის გაერო-ს პერსონალს, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს გუტერეში „ტვიტერის“ გვერდზე.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებისას ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ.
ლიბანში გაერო-სა და NATO-ს საერთო სამშვიდობო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აფეთქებისას დაზიანდა გაერო-ს სამშვიდობო მისიის გემი და მისი ეკიპაჟი. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.