logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს
- +

5 აგვისტო. 2020. 17:27

 

 

ბეირუთში აფეთქებას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა.

 

„ბეირუთში საშინელი აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახების, ლიბანის ხალხის და მთავრობას მიმართ ჩემ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ყველა დაშავებულს, მათ შორის გაერო-ს პერსონალს, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს გუტერეში „ტვიტერის“ გვერდზე.

 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებისას ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ.

 

ლიბანში გაერო-სა და NATO-ს საერთო სამშვიდობო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აფეთქებისას დაზიანდა გაერო-ს სამშვიდობო მისიის გემი და მისი ეკიპაჟი. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner