დიდი ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართან მიმართებაში თითქმის 10%-ით გაუფასურდა.
სააგენტო „ბლუმბერგის" ინფორმაციით, რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე აისახა ბირჟებზე. ფუნტის კურსმა დოლართან მიმართებაში 1,3305 დოლარი შეადგინა, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 52% ევროკავშირიდან გასვლის, 48% კი, დარჩენის მომხრეა. ამ ეტაპზე რეფერენდუმზე დაფიქსირებული ხმების 99% დათვლილია.