logo_geo
eng_logo
უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ბათუმელი ვეტერანებისთვის
- +

5 აგვისტო. 2020. 20:45

 

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) ჩაატარებენ.

 

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე. 11:00 საათიდან, მისამართზე: ქ. ბათუმი; ტბელ აბუსერიძის ქუჩა N 11; 112-ის შენობა;

 

კარდიოლოგიური კვლევების საჭიროების მქონე ვეტერანები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს; ტელ: 599 09 17 48;

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner