logo_geo
eng_logo
ჯუმბერ ბაჩალიაშვილს მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა- რა წერია შემაკავებელ ორდენში და რა ჩვენება მისცა თამარმა პოლიციას 9 წლის წინ?
- +

5 აგვისტო. 2020. 21:34

 

 

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ვერსიაა ყველაზე რეალური და რა გახდა სინამდვილეში 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი.

 

 

ჰქონდა თუ არა მას პრობლემები სამსახურში? სახლში? ან ვინმე სხვა პირებთან? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან სამსახურიც მიატოვა და სახლშიც, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, სევდიანი ჩანდა.

 

 

რა, ან ვინ აწუხებდა უცნობია, რადგან პრობლემებზე სხვებთან არ საუბრობდა.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 14 წლის იქნებოდა, როდესაც სამართალდაცველებისთვის ჩვენების მიცემა მოუწია. მაშინ საქმე ოჯახში არსებულ კონფლიქტს ეხებოდა, რა დროსაც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს, ბრალი წარუდგინეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ, 2011 წელს გამოძიებამ თამუნა პედაგოგის თანდასწრებით დაკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი.

 

„დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.

 

 

აქვე ის დეტალურად ყვება, თუ რის ნიადაგზე იწყებოდა კონფლიქტი მშობლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი.

 

 

მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

 

 

სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოების გამო გავრცელდა ხმები, ხომ არ უკავშირდება მომხდარი ოჯახში არსებულ პრობლემებს… მეზობლებს თუ დავეყრდნობით, გამოძიება დაინტერესებული იყო იმის გარკვევით, ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახში კონფლიქტს და რამდენად ხშირად შეუნიშნავთ ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არ არის გამორიცხული გამოძიების ეს კითხვები და ეჭვები, სწორედ წარსულში თამარის მამასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ეპიზოდმა გამოიწვია.

 

 

 



 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner