logo_geo
eng_logo
მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს
- +

5 აგვისტო. 2020. 21:14

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

 

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.

 

წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მდინარე მტკვრიდან გოგოს უვნებლად ამოიყვანა მალევე მოხერხდა.

 

იგი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner