logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს
- +

24 ივნისი. 2016. 10:40



დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდა - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.



ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩეველთა 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.



გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენას კი - ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.



რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები გაკეთდა, „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის" ლიდერმა ნაიელ ფარაჯმა დღევანდელ დღეს დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის დღე" უწოდა და პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.



პოლიტიკოსებმა კი, რომლებიც დარჩენის მომხრენი იყვნენ, რეფერენდუმის შედეგები „კატასტროფად" შეაფასეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner