„ამ სუბიექტს გამჩენი არ ასვენებს, მასზე აქვს ერთ პოეტს ნათქვამი „შორით ბნედა, შორით კვდომაო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„როგორც კი არჩევნები იწყება, იწყება მისი გააქტიურება და ბაქიბუქიც. კაცმა საკუთარ მოქალაქეობაზე თქვა უარი და არის ძებნილი, ეს მისი უცაბედი წამოძახილები სასაცილოა“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი