logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება
- +

24 ივნისი. 2016. 10:43



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებით, დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.



პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.



რესურსები, რა თქმა უნდა, მობილიზებულია. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული გვაქვს. გუშინ ღამის ინფორმაციით, რაც მაქვს, ჩვენ დაგვჭირდება სადღაც 10 დღე, 2 კვირა იმისთვის, რომ ის ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ", - განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.



დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner