logo_geo
eng_logo
ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
- +

6 აგვისტო. 2020. 11:46

 

 

ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.

 

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, „ტავის“ ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

 

ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს: რიგა – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს, ხოლო თბილისი – რიგა, ყოველ ხუთშაბათს.

 

20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება: რიგა – თბილისი, ოთხშაბათსა და კვირას, თბილისი – რიგა, ხუთშაბათსა და ორშაბათს. ფრენები Airbus A 220 – 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner