დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერების რეაბილიტაცია 48 მისამართზე დასრულდა.
სკვერების ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით.
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე დამატებით 11 მისამართზე დამონტაჟდა გასართობი საბავშვო გასართობი ატრაქციონი - სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.
ამ ეტაპზე, დაზიანებული სკვერების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს 10 მისამართზე, ხოლო წლის განმავლობაში დამატებით 30 სკვერი აღდგება.
დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ წლის განმავლობაში პროექტის მიხედვით 9 ახალი სკვერი მოეწყობა.
სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვისა და ატრაქციონების მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 509 400 ლარი დაიხარჯა.