logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა მნიშვნელოვანი განვითარებაა
- +

6 აგვისტო. 2020. 16:04

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის შეფასებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა მნიშვნელოვანი განვითარებაა.

 

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ჩვენი საკითხის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება იყო. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, საერთაშორისო დღისწესრიგში საქართველოში არსებული უსფრთხოების მდგომარეობის და საქართველოში არსებული კონფლიქტის მიმართ მზარდი და ძალიან დიდი ინტერესისა. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ ეს ერთობლივი განცხადება მიეძღვნა ომის 12 წლისთავს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

 

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რასაც მოგვიანებით, აღნიშნული 8 ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner