logo_geo
eng_logo
ევროკავშირი ბეირუთს 33 მილიონ ევროს გამოუყოფს
- +

6 აგვისტო. 2020. 16:56

 

 

ევროკავშირი ბეირუთს 33 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბრის დროს აცნობა.

 

როგორც ევროკომისიაში განაცხადეს, ეს დახმარება ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, ევროკავშირი ლიბანისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხსაც შეისწავლის.

 

მანამდე, ევროკავშირმა ლიბანში ათობით სპეციალისტი და სამედიცინო აღჭურვილობა გააგზავნა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრს შესთავაზა, ლიბანში დამატებით გააგზავნოს ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური ანალიზის სპეციალისტები და ასევე სამხედრო გემები, სადაც ვერტმფრენი დაჯდება, რათა მთავრობამ დაშავებულებს დახმარება სწრაფად გაუწიოს.

 

ბეირუთში აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. შედეგად, 137 ადამიანი დაიღუპა. ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ასობით ათასი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

 

აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის აღმოჩნდა გერმანელი დიპლომატი ქალი. ბერლინში აცხადებენ, რომ აფეთქების დროს დიპლომატი საკუთარ ოფისში იმყოფებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner