logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არის ზღვარი, რომლის იქით ადამიანის მოქმედება არ მესმის
- +

6 აგვისტო. 2020. 17:22

 

 

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ  გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთდ“ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საკითხებზე ისაუბრა.

 

–ძალიან მიჭირს მორალურ–ეთიკურ ღირებულებებზე ლაპარაკი იმიტომ, რომ ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ რასაც „ნაცები“ და „ნაცდაახლოებული“ ტიპები ამ გარდაცვლილ ადამიანებზე აკეთებენ, ზღვარს მიღმაა.

 

– ეს ნეკროფილიაა წმინდა წყლის.

 

– ნეკროფილია და ლეშისმჭამელობა... ასეთი ჟურნალისტია, ადეიშვილი „მთავარზე“, არ ვიცი, იცი თუ არა, მას ჰყავდა გამომძიებელი „ჟურნალისტები“, რომლებიც შაქარაშვილის სულს არ ასვენებენ...

 

– ჯიჯგნიან, მარტო სულს არა, ოჯახს, დედას, მამას...

 

–  ამ ადეიშვილს წამოსცდა - ჩვენ მივაღწევთ სამართალს, რაც არ უნდა წინააღმდეგობა გაგვიწიონ მკვდარი ბავშვის დედამ და მამამო! ანუ მკვდარი ბავშვის დედას და მამას არ უნდათ ჭეშმარიტების დადგენა და ეს ვირიშვილები, ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაადგენენ. წარმოგიდგენია, ეს რა არი?

 

– ეს ტელეშიზოფრენიაა ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მე უბრალოდ ქართული საზოგადოება მაკვირვებს,  როგორ შეიძლება ამ წმინდა წყლის შიზოფრენიას და ნეკროფილიას ჰყავდეს მაყურებელი. იმათ გულში, სინდისში ჩამახედა, ვინც ამათ უყურებს. აქ მორალზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ცოდვით სავსე კაცი ვარ და მე ჩემს შეცდომაზე პასუხს ვაგებ, რა შეცდომებიც მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ არის რაღაცა ზღვარი, რომლის იქეთ ადამიანის მოქმედება არ მესმის. არ მესმის იმ ადამიანის მოქმედება, რომელიც რთავს ღილაკს, რომ უყუროს ამ შიზოფრენიას. ეს არის შიზოფრენია!  

 

მდინარეში რომ იდგნენ, რობიზონი და პარასკევა, ეს რომ არ იყოს შიზოფრენია, მაშინ  ამას როგორც იუმორს, ისე შევხედავდი.  წარმოიდგინე, ის წყალში დგას, ეს გარშემო დარბის... მეორე დღეს გრიგოლიაც წყალში იდგა.

 

–  მერე ერთმანეთს დასცხეს.

 

– აბა, რას იზამდნენ. ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო, მაგათზეა ნათქვამი. როგორ შეაერთა ცხოვრებამ, წარმოიდგინე. ჯერ საპირისპირო ბანაკებში იყვნენ, კილაძე ხომ პატარკაციშვილის შტაბის წევრი იყო, ახლა არიან მეწყვილეები. ეს ბევრი რამე მაშინაც ნათელი იყო, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი მე და შენ. როდის დავარქვით მე და შენ ამას ტერარიუმი და კი ხედავ, თუ არ არის, დაცოფეს და დაშხამეს ერთმანეთი. ჯერ სადა ხარ, ახლა რა ხდება და მერე, როცა პაექრობა დაიწყება, როდესაც უკვე გადანაწილდება და აღმოჩნდებიან, რომ იბრძვიან იმ ლეშისთვის, რომელსაც შეიძლება ეწიონ.

 

– მე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმომიდგენია, ეთერში ვთქვა, რომ ჩვენ ვიღაცის, ბავშვის გარდაცვალების საქმეს გამოვიძიებთ, როგორც არ უნდა უნდოდეს დედას და მამას.

 

– ერთადერთი, რაც შეიძლება აქ იყო, არის საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამათზე ლაპარაკი აღარ არის, სად არიან, ყველა ხედავს, მაგრამ მე იმათ გულში, თავში, შვილების თვალებში ჩამახედა, ვინც უყურებს.

 

– გიორგი ლაფერაშვილმა, რომელიც „ფორმულას“ ნიუსრუმის ხელმძღვანელია, ხუთი დღის წინ დაპოსტა, ხალხს უნდაო „ტრუპების“ ყურება, ლეშიჭამიების ყურებაო. საოცარი მიგნებები აქვთ.

 

– ამას დიდი აღიარება და მიგნება არ უნდა. აბა, რაში აინტერესებთ ყოველდღე ამ ჩაჯვებს, ყოველდღე რომ იძიებენ. რას იძიებენ და ვის იძიებენ? ეს არის შიზოფრენია და პლიუს გარყვნილება, უკვე იმ დონის, რომ ლპობა იწყება. ეს ხომ პირდაპირი პოლიტიკური პარტიის დანამატია. ლპობა რომ დაწყებულია ხომ ვხედავთ ცენტრალურ ოფისებში. ლპობა რომ უკვე დაწყებული იყო, მაგის კარგი მაგალითი იყო ერთობა,  იქ გამოჩნდა, რომ ლპობა მიდის სერიოზული და ამ მაგიდის გარშემო იმიტომ იკრიბებიან, რომ ერთმანეთს ამხნევებენ, რომ ვითომ ბევრნი არიან და ბევრი მხარდამჭერები ჰყავთ.

 

– დასცხეს ერთმანეთს „ნაცებმა“, „ევრონაცებმა“, პოპკორნი მაქვს მომზადებული...

 

– ერთმანეთს ვერასოდეს ვერ იტანდნენ, მე ვარ მაგის მოწმე. როგორ შეიძლება სააკაშვილის, ბოკერიას და ბურჯანაძის რაიმე სახით ერთობა. ესენი ხომ ვერ იტანენ ერთმანეთს შავი ჭირივით. როგორ შეიძლება უგულავას და ბოკერიას სააკაშვილი უყვარდეთ, ან სააკაშვილის მიმართ რამე თბილი გრძნობები ჰქონდეთ. ეს წარმოუდგენელია მათი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ან ნათელაშვილს და სააკაშვილს შორის. ერთადერთი, არაამქვეყნიური ელემენტი არის გუბაზის და მიშას სიყვარული. ლიტერატურაში რა არ წაგვიკითხავს, როგორი პარადოქსული წყვილები და კვარტეტები და ტრიოები, მაგრამ ეგეთი არაფერი მინახავს.

 

–  გუბაზი ხაშლამის ტრფიალი არის, მას ხომ უნდოდა მილიონი, ხომ უნდა ეშოვა, ვერ იშოვა, მაგრამ ხაშლამის ფულს ყოველთვის იშოვის. საზოგადოებაში არცერთი ფენა არ დარჩა, გარდა ორთოდოქსი „ნაცებისა“, რომელსაც უხერხულობის განცდა არ აქვს ამათ წინააღმდეგ.

 

– ყველაზე კლასიკური ფიგურა ამათში არის გრიგოლეტო ვაშაძე...

 

– მე მგონი მიჯირყვნილია...

 

– ქუთაისის მაჟორიტარია, რაღა მიჯირყვნილია. ქუთაისი არის მეორე ქალაქი საქართველოსი.

 

– ეგ მაგარი იციან, ვინც წააგო, ისევ იმას სვამენ კანდიდატად.

 

– იცი, მე რა მაინტერესებს, არასოდეს პასუხი რომ არ გაუციათ, მერამდენედ ვეკითხები ბოკერიას და ჩერგოლეიშვილს, გრიგოლ ვაშაძე არის თუ არა ჩეკისტი, მიპასუხეთ, რა? შენ გეკითხები, გიგა და ჩერგო - საბჭოთა ჩეკისტი არის თუ არ არის გრიგოლ ვაშაძე?  არ გვპასუხობენ, იმიტომ, რომ იციან - არის. მგონი, ამერიკელებმაც იციან, უნდა იცოდნენ ყოველ შემთხვევაში, ფრანგებმაც, ჩინელებმაც...  მოლაპარაკებები რომ იყო, ევროპული და ანტისაბჭოთა კოალიციაში შემავალი ქვეყნების ელჩები სხედან და ამაზე ლაპარაკობს სენატი, კონგრესი, ლორდთა პალატა, ფრანგული პარლამენტი და შუაში ზის გრიგოლეტო ვაშაძე და ბურჯანაძე. ბურჯანაძე იმით განსხვავდება, რომ არც მალავდა არასოდეს, პარადს იბარებდა, „პაკლონაია გორაზე“ იდგა.

 

– სხვათა შორის, ახლა აღარ მიდის.

 

– აღარ უნდათ იმათ და იმიტომ. ისინი სხვაგან არიან, მილიტარიზაცია მიდის საშინელი, რაღა დროის იქ ლაპარაკია. იქ ნოღაიდელიც იყო, მაგიდასთან ეჯდა ნოღაიდელი. „პაკლონაია გორაზე“ იმ არმიის ბარათს იბარებდა, რა არმიასაც შარვალჩახდილები ებრძვიან ანტისაოკუპაციო ორგანიზაციები.

 

– „გირჩი“ იყო ეგ.

 

– არა, ბურჯანაძე ხომ იდგა პუტინთან ერთად, პარადი ხომ ჩაიბარა. იმ „სასტავიდან“ 40 პროცენტი პირდაპირ მუშაობდა რუსეთზე, რასაც ვუყურებთ და ის, რაც მსოფლიო პრესაში ხდება, მე ვფიქრობ არ უნდა გვიკვირდეს. ისე ერთი რამე მინდა გითხრა, მაგარ ქვეყნად ჩამოვყალიბდით, უბრალოდ, ღარიბები ვართ, ფული გვაკლია, იმიტომ, რომ ვერ მოვასწარით ამ მოკლე დროში ფეხზე დაყენება, ჯერ საბჭოთა წარსულიდან ვერ გამოვედით, მერე შევარდნაძის დროინდელი კორუფცია. ქუჩაში ეგდო ხელისუფლება, თორემ სააკაშვილი რისი ხელისუფლების ამღები იყო,  ან მერაბიშვილ–ადეიშვილი.

 

ტლაპოდ იყო გადაქცეული ეს ქვეყანა, უბრალო მილიციელიდან პრემიერ–მინისტრით დამთავრებული, ყველა ქრთამს იღებდა. ამის მერე მოვიდნენ ეს კაციჭამიები, რომლებმაც ვითომ რეფორმები ჩაატარეს, ტერორი მიდიოდა. რეკეტი თუკი მიდიოდა, მაგათ დროს მიდიოდა, მერე ამ 8 წელიწადში გადაწყობა მოხდა და როგორი გადაწყობა მოხდა, წარმოიდგინე, რომ ორი ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება დაემართოს კაცობრიობას, ეს არის ომი და პანდემია. ამაზე უფრო სერიოზული განსაცდელი, ძნელი წარმოსადგენია.

 

პანდემიამ გააჩერა მსოფლიო,  რაც კაცობრიობა არსებობს, ერთი წარღვნამ გააჩერა მსოფლიო და მეორე – პანდემიამ. აღმოჩნდა, რომ ეს პატარა ღარიბი ქვეყანა, საბჭოთა წარსულიდან და მერე ეს ნაცისტური წარსულიდან გამოსული, 8 წელიწადში იმდენად გარდაქმნილა, რომ ერთ–ერთი წამყვანია ქვეყანა აღმოჩნდა ევროპაში, მსოფლიოზე აღარ ვლაპარაკობ.

 

ჯანდაცვამ, ექიმებმა მაგრად იმუშავეს. აღმოჩნდა, რომ ყველა მიმართულება – ჯარი, პოლიცია, ეკონომიკა, ფინანსები კარგად მუშაობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner